მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს

მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის სინოდს

 

თქვენო უწმინდესობავ,

ბოლო დროს გახშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ანტიმართლმადიდებლური და ანტიკონსტიტუციური განცხადებები. კერძოდ,  ეკლესიის წარმომადგენლები ღიად გამოთქვამენ ნეგატიურ და ხშირად აგრესიულ დამოკიდებულებას ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ.

ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული  განცხადება, რომ ‘’არჩევნებით სულიერი დიაგნოზი დაესმება ქართველ ერს’’ და ‘’…რამდენი პროცენტია არაჯანსაღი, რამდენია ჯანსაღი’’, რომ უნდა მოხდეს გარკვეული არჩევანის მქონე ადამიანთა ‘’გამოჯანსაღება’’ და ა.შ.,  წარმოადგენს ხალხის ნაწილის დისკრიმინაციის მცდელობას და ქვეყანაში  ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების პირობებში მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის თავისუფლების ხელყოფას.

მიგვაჩნია, რომ ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება მორალურ, ქრისტიანულ  ნორმებს და ასევე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას ადამიანის თავისუფლი არჩევანის შესახებ.

ვფიქრობთ, რომ ამგვარი განცხადებები არის საზოგადოების გაყოფის მცდელობა, რაც არავითარ შემთხვევაში არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და მიმართულია საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებისკენ.

ეკლესია უნდა  იყოს ქრისტიანული პრინციპების დამცველი, ერის და სახელმწიფოს ინტერესების განმამტკიცებელი და არა საზოგადოების დაპირისპირებისა და დაყოფა-დახარისხების ხელის შემწყობი.
სასულიერო (ან საეკლესიო) იერარქს არ აქვს უფლება დემოკრატიულ საარჩევნო გარემოში ჩაერიოს, რადგან წინასწარ არის განსაზღვრული მრევლზე ამ იერარქის გავლენის ხარისხი და შესაბამისად განსაზღვრული იქნება მრევლის არჩევანი ამ იერარქის პოლიტიკური შეხედულების სასარგებლოდ. სასულიერო იერარქს შეუძლია მშვიდობა და სამართლიანობა უსურვოს საარჩევნო პროცესს ქრისტიანული ეთიკის შესაბამისად.

სასულიერო (ან საეკლესიო) იერარქის დემოკრატიულ საარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა და ამ იერარქის აზრის საპირისპირო პოზიციის გამზიარებელთა მოქცევა (არ აქვს მნიშვნელობა 5% თუ 40% ‘’მოსაქცეველნი’’) წინააღმდეგობაში მოდის საეკლესიო კანონსა და ტრადიციასთან და ასევე სახელმწიფოს არსებულ კანონმდებლობასთან.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვ., აქვს უფლება აირჩიოს და/ან არჩეული იყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი საკუთარი შეხედულების შესაბამისად და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ დემოკრატიულ პროცესში უხეში ჩარევა ან ამომრჩეველზე მორალური და ფიზიკური ზემოქმედება კანონთან შეუსაბამობაშია.

მოქალაქეების სეგრეგაცია საეკლესიო იერარქის პოლიტიკური სიმპატიების შესაბამისად და მისგან განსხვავებული აზრის გამზიარებელთა რაიმე სახით შევიწროვება ან მათი მარგინალიზაციის მცდელობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და ღვთისმეტყველებას.
საქართველოს ეკლესია ავტორიტეტითა და საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

გთხოვთ, მკაფიოდ გაემიჯნოთ  ეკლესიაში მოღვაწე მადისკრიმინებელ სუბიექტებს და ცალსახად დააფიქსიროთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია  ასეთი სასულიერო პირების მიმართ.

 16 ოქტომბერი,2012

1. ეკა ექიზაშვილი

2. მაია ჩოლოყაშვილი

3 .თინა ბილიხოძე

4 .ქეთევან ჭაჭიაშვილი

5 .მაია ელიოზაშვილი

6 .ქეთევან ბაზიერაშვილი

7.თეიმურაზ ზაქრაძე

8.ზაზა გელაშვილი

9.ნანა ნიქაბაძე

10.ნინო ჭელიძე

11.ქეთევან ბაზიერაშვილი

12.ირმა გაჩეჩილაძე

13.ლევან ურუშაძე

14.ნანა დურგლიშვილი

15.ციცი მუმლაძე

16.დემეტრე ერგემლიძე

17.თამარ ბეგიაშვილი

18.ალექსანდრე გიორგაძე

19.ნანა გუნცაძე

20.ზურაბ ოდილავაძე

21.ალექსანდრე თვალავაძე

22.ეკატერინე ბლიაძე 

23.მარიამ სააკაშვილი

24.მაია კოხტაშვილი

25.ვალერი თავხელიძე

26.სოსო ნადირაძე

27.ლელა ფარჯიანი

28.მაია მონასელიძე

29.კიაზო ბერიაშვილი

30.დიმიტრი გეგეშიძე

31.ალექსანდრე გედევანიშვილი

32.ნინო კალანდაძე

33.ეკატერინე გოგრიჭიანი

34.ნინო ბანძელაძე

35.დიმიტრი ყურაშვილი

36.გოჩა ჩხეტია

37.მიხეილ გუჯაბიძე

38.ნინო ბჟალავა

39.თემო მაჩიტიძე

40.რუსუდან ცირეკიძე

41.გიორგი ბილიხოძე

42.თამარ ბუხრაშვილი

43.ზურაბ ჯაფარიძე

44.ჯიმშერ აბაშიძე

45.ლაშა შანიძე

46.ირაკლი ჯიბუტი

47.სოფიო მარგველაშვილი

48.ელენე კალანდაძე

49.მარინე ერემაშვილი

50.რევაზ ჩანტლაძე

51.ლევანი ლექვინაძე

52.ირმა მათიაშვილი

53.ბუდუ რამიშვილი

54.რამაზ სულამანიძე

55.რევაზ ბარამიძე

56.მარინა კობერიძე

57.თამარ კუპრაძე

58.მაია სიმონია

59.ხათუნა ლომთაძე

60.ლევან პაჭკორია

61.გიორგი რაზმაძე

62.ნიკა კანდელაკი

63.გიორგი ონიანი

64.გიგა გარიშვილი

65.ვლადიმერ მენაბდე

66.ბარბარე ბეჟუაშვილი

67.აკაკი შენგელია

68.თამუნა შონია

69.მანანა გაგუა

70.ირაკლი ცერცვაძე

71.მარიამ ბალხამიშვილი

72.ზურაბ საყვარელიძე

73.გულიკო ჭუმბურიძე

74.ბექა ბაიდაური

75.მარი ნიკოლაძე

76.ლევან დალაქიშვილი

77.ხათუნა შავგულიძე

78.პაატა ნიკურაძე

79.მარინა სკონდია

80.ირინა გოცირიძე

81.მაია გაბუნია

82.ამირან ძოწენიძე

83.ელენა დოქერთი

84.თეა მიქაია

85.ვერიკო დუნდუა

86.პაატა ჯავახიშვილი

87.ეკა კიზირია

88.ომარ თურმანაული

89. თამარ კანაშვილი

90. ტორესა მოსი

91. გოჩა გაბოძე

92. დიმიტრი მელაძე

93.მარიამი ცქვიტიშვილი

94.გიორგი (გია) შენგელაია

95.შორენა გამისონია

96.მარინა აფციაური

97.მეგი ყიფშიძე

98.მაია იანქოშვილი

99. მაია სურამელაშვილი

100. ქეთი ნადირაძე

101. ნანა გოგშელიძე

102.ქეთევან მაისურაძე

103.მზაღო იოსავა

104.ინგა კიკნაძე

105.გოჩა გვარამია

106. ლადო გოგიაშვილი

107.ნინო შარვაშიძე

108.დავით ლოლუა

109.თამრიკო ამზაშვილი

110. ეკა ბაქრაძე

111. ბორია ყანჩაველი

112.თამუნა კიკნაძე

113.ლიკა ჭეიშვილი

114.ნინო ერქომაიშვილი

115.ლეილა ნაროუშვილი

116. მარიკა დათუკიშვილი

117. ნელი   ქვაკლდიშვილი

118. ლაშა ჩიკვილაძე

119. საბა ჯაჯანიძე

120. ლევან ჩოლოყაშვილი

( მიმართვა: „ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს და სინოდს“ გთხოვთ, გაეცნოთ და, სურვილის შემთხვევაში, მოაწეროთ ხელი.)

http://www.youtube.com/watch?v=a1_FufU7Se0&fb_source=message

23 Comments

Add yours →

  1. მზაღო იოსავა

  2. გოჩა გვარამია October 18, 2012 — 7:36 am

    ვეთანხმები … მხოლოდ ბოლო აბზაცს რედაქტირებას გაუკეთებდი შემდეგი სახით – “გთხოვთ ცალსახად დააფიქსიროთ რამდენად მოდის თანხვედრაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ასეთი სასულიერო პირების განცხადებებთან”.

  3. ნინო შარვაშიძ October 18, 2012 — 10:15 pm

    ვეთანხმები. ნინო შარვაშიძე

  4. ნინო შარვაშიძე October 18, 2012 — 10:16 pm

    ნინო შარვაშიძე

  5. ვეთანხმები, ბორია ყანჩაველი

  6. ვეთანხმები

  7. ნინო ერქომაიშვილი October 20, 2012 — 4:53 am

    ვუერთდები. ნინო ერქომაიშვილი

  8. ლეილა ნაროუშვილი October 20, 2012 — 11:32 pm

    ვეთანხმები, ლეილა ნაროუშვილი

  9. marika datukishvili

  10. მარიკა დათუკიშვილი October 21, 2012 — 5:18 am

    ვეთანხმები

  11. neli kvakldishvili
    vuertdebi txovnas

  12. Lasha Chikviladze October 22, 2012 — 5:19 pm

    vetanxmebi 100%

  13. საბა ჯაჯანიძე,
    ვუერთდები

  14. ლევან ჩოლოყაშვილი November 5, 2012 — 7:50 am

    ვუერთდებით,
    რელიგიათა კვლევის ცენტრი.
    ლევან ჩოლოყაშვილი

  15. vetanxmebi !

  16. ვეთანხმები! თეა შელია

  17. დარეჯან ჯინჭარაძე

  18. ვეთანხმები. გიგა გარიშვილი

  19. მუმლაძე ნატო

  20. ნიკოლოზი January 20, 2014 — 6:50 pm

    სრულიად ვეთანხმები.ნიკოლოზ გრიგალაშვილი.

  21. ანი ძულიაშვილი January 20, 2014 — 6:54 pm

    ვეთანხმები! ანი ძულიაშვილი

Leave a reply to Lika Tcheishvili Cancel reply