25th February, 1921

17499_505303859513353_861688627_n

 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ტოტალიტარულმა რეჟიმმა ადგილობრივი ბოლშევიკი მოკავშირეების ხელშეწყობით საქართველოს ახალგაზრდა რესპუპლიკის დამოუკიდებლობა მოსპო და მოახდინა ქვეყნის სრული ოკუპაცია.

ამის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სახელმწიფოებრივობა. დამპყრობელმა გაანადგურა საერო და სასულიერო ელიტის, განათლებული, მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ათწლეულების მანძილზე ცდილობდა მოსახლეობაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ნება ჩაეხშო.

საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციამ წარუშლელი დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ხელი შეუშალა მის განვითარებასა და წინსვლას მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დაკარგვის თარიღი არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და გვახსოვდეს, თუ რა რთულია თავისუფლების შენარჩუნება ცვალებად საერთაშორისო რეალიებში.

თანამოქალაქენო, ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური თუ პარტიული შეხედულებების მიუხედავად ეს დღე ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ერთად უნდა დავდგეთ, გავიხსენოთ წარსულის ტრაგედია, პატივი მივაგოთ დამყრობლების მიერ განადგურებულ ადამიანებს და ერთად ვიღვაწოთ, რომ მსგავსი განსაცდელი თავს აღარ დაგვატყდეს აწმყო და მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის.

Image.

The totalitarian regime of Soviet Russia in cooperation with local Bolshevik allies occupied and demolished the first Georgian Republic in 25th February, 1921.

Georgia lost its sovereignty for decades, occupants persecuted and put to death thousands of citizens belonged to different ethnicities and social and religious groups.

Soviet Occupation drastically interrupted a historical development of the Georgian statehood and democracy.

Despite our multilateral diversity we have to memorize the horrible event of the 25th February, 1921 hand in hand. We need to acknowledge again how difficult is to preserve our personal and common freedom in permanently changing and challenging world.

Compatriots, let stay firmly in unison and share a common tragedy of our destruction for better future. Together we are capable to safeguard our current freedom for the sake of present and future generations. Freedom and sovereignty should be our primal value although we adhere to opposed viewpoints and thoughts.

Tina Agnus

Citizen of Georgia

Leave a comment