ეკლესიის მერვე საიდუმლო

ეკლესიის მერვე საიდუმლო

ავტორი: ეპაფროდიტოსი

ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი მშობლები მყავს და მეც ბავშვობიდან ერთ–ერთ დიდ ტაძარში სტიქაროსანი გახლავართ. მას შემდეგ, რაც ჩემი მოძღვარი მიტრის ტარების უფლებით დაააჯილდოვეს, სახარების კითხვის დროს მიტრაც კი ჩამქონდა. ეს ის რუტინაა, რასაც თითქმის ყველა სტიქაროსანი მსახურების დროს აკეთებს. ზოგს შეიძლება მოსაწყენ პროცედურად მოეჩვენოს, ჩემთვისაც უინტერესო იყო სტიქაროსნობა, სანამ ერთ–ერთ აღსარებაში მოძღვარს ჩემი ორიენტაციის შესახებ არ გავანდე.

მართლმადიდებლურ ენაზე ამას ბრძოლები ჰქვია. მოძღვრის სტანდარტული პასუხია მრევლის თითქმის ყველა პრობლემაზე, თუ რამე გაწუხებს, ესე იგი სულიერი ბრძოლები გაქვს და ლოცვაში უნდა გაძლიერდე. ლოცვაში გაძლიერებამ და აკათისტოს (ე.წ. დაუოჯდომელი ლოცვა) შესრულებამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ რომ არ მიშველა, მოძღვარს გამოვუტყდი, რომ „ჰომოსექსუალური ბრძოლები“ მქონდა. მახსოვს, ოლარქვეშ შუბლზე ოფლმა როგორ დამასხა, მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემდა გასაკვირვად, მოძღვარს არაფერი უთქვამს, შენდობის ლოცვა წამიკითხა და შემდეგ მწუხრის ლოცვისთვის მზადება განაგრძო.

მწუხრის მეორე დღეს წირვა აღესრულება. საკვირაო მსახურებაზე, როგორც ყველა სტიქაროსანი, მეც ადრე მივედი. ყველა უჩვეულოდ მიღიმოდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ამჟღავნებდნენ ჩემ მიმართ. თურმე მოძღვარს ჩემი აღსარების…

View original post 551 more words

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: