ოცნება – ადამიანის დელუზიური მდგომარეობა

11014667_1564520120454168_6473469555424919365_n

ოცნების ერთ-ერთი სახეობაა დელუზიური მდგომარეობის ის ფორმა, რომელიც ვლინდება ილუზორულის, არარეალურის ურყევ რწმენაში, ან საკუთარი შესაძლებლობების რადიკალურ გადაფასებაში.

დელუზიურ მდგომარეობაში ადამიანს სჯერა, რომ მასზე ზრუნავს განსაკუთრებული უნარებით ან ცოდნით მოსილი ადამიანი (ზეადამიანი), ან თავად ის არის განსაკუთრებული უნარებით ან ცოდნით აღჭურვილი პიროვნება (ზეადამიანი), რომელიც ყოვლისშემძლეა.

საქართველოში დელუზიური მდგომარეობის ორივე ფორმა ვლინდება:

  1. ილუზორულის, არარელურის ურყევი რწმენა, როცა განსაკუთრებული უნარებით და ცოდნით მოსილი ადამიანი ზრუნავს მასზე და/ან მთელ საზოგადოებაზე (ანიჭებს ბედნიერებას, მატერიალურ კეთილდღეობას, სოციალურ სტატუსს).
  2.  ილუზორულის, არარელურის ურყევი რწმენა, როცა ადამიანს სჯერა, რომ თვითონ არის აღჭურვილი განსაკუთრებული უნარებით, ნიჭით, ცოდნით და ყოვლისშემძლეა.

ქვემოთ მოყვანილია დელუზიური მდგომარეობის მეორე ფორმის გამოვლინების რამდენიმე ნიმუში (წყარო: http://dreammeter.ge):

  • შევქმნი ათეულობით ათას სამუშაო ადგილს
  • გაზის საფასურს შევამცირებ 3-ჯერ
  • ბენზინზე დავაკლებ ფასს
  • გავხსნი ასეულობით და ათასობით საწარმოს
  • რეგიონებში შევქმნი ათასობით საწარმოს
  • ერთმილიარდიანი ფონდი ექნება სოფლის მეურნეობას
  • ხალხს მივცემ 1, 2 და 3%-იან გრძელვადიან სესხებს
  • 100 ათას სახლს მივცემ დევნილებს
  • გავცემ უფასო სასუქს
  • გავცემ უფასო შხამქიმიკატებს
  • გლეხებს მივცემ უფასო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და საწვავს
  • კარტოფილის თესლს დავურიგებ მთელს საქართველოს
  • გექნებათ უფასო ხვნა-თესვა
  •  სკოლას ავუშენებ  ყველა სოფელს
  • ქუთაისში დავაფუძნებ საუნივერსტეტო ქალაქს
  • შევქმნი სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემას
  • ყველა სოფელს/თემს ექნება ამბულატორია
  • შევქმნი უფასო ჯანდაცვას
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება მოვახდინო უფრო ადრე. მე მაქვს ამის პროგრამა
  • მოსახლეობას იპოთეკური სესხების პრობლემას მოვუგვარებ
  • კახეთში რკინიგზის რეაბილიტაციას მოვახდენ
  • 100 მილიონ ლარს ჩავდებ ზუგდიდის ეკონომიკაში
  • რუსეთთანაც დავამყარებ ურთიერთობას და ნატოშიც რეალურად შევალთ
  • ურეკში ყველას ექნება სოლარიუმი
  • ტურიზმს განვავითარებ
  • საქართველოს ეკონომიკის განვითარებას დავაფუძნებ ადგილობრივი წარმოებაზე
  • გავაორმაგებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას
  • მკვეთრად გავაიაფებ მედიკამენტებს და სამედიცინო მომსახურებას

დელუზიური მდგომარეობის ეს ნიმუშები შესაძლოა შეიცავდეს უკიდურეს ასპირაციებსაც: „უფასო უკვდავებით უზრუნველყობ ყველა მოქალაქეს“, ან „მკვდრეთით აღვადგენ ადამიანს“, რადგან დელუზიური მდგომარეობა მესიანისტური იდეების უკიდურესი გამოვლინებითაც ხასიათდება.

დელუზიური მდგომარეობის პირველი ფორმა კი ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ დელუზიური მდგომარეობის მეორე ფორმაში მყოფი ადამიანის ყოვლისშემძლეობა და მასზე ახდენენ მოლოდინების (ბედნიერება, მატერიალური კეთილდღეობა) პროექციას.

რა იწვევს დელუზიურ მდგომარეობას?

დელუზია შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  1. გენეტიკური ფაქტორებით
  2. ალკოჰოლიზმით
  3. ნარკომანიით
  4. ძლიერი სტრესით

როგორია დელუზიური მდგომარეობის შედეგები?

  1. დეპრესია, როცა მოლოდინი არ სრულდება
  2. კანონდარღვევები, როცა მოლოდინი არ სრულდება
  3. ასოციალურობა, გარიყულობა, თვითიზოლაცია.
  4. დელუზიურ მდგომარეობაში მყოფის მანიპულაცია სხვადასხვა ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

როგორ ინკურნება დელუზია?

დელუზია რთულად ინკურნება, რადგან იგი ქრონიკული (მიმდინარე) პროცესია. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ აღიარებს არსებულ პრობლემას. სამკურნალოდ იყენებენ ნევროლეპტიკურ მედიკამენტებს, უფრო ხშირად კი ფსოქოთერაპიას, შემდეგი მიმართულებებით:

  1. ილუზორული ცნობიერების დაფიქსირება და კორექცია
  2. ილუზორული ცნობიერებით გამოწვეული ქცევების პრევენცია
  3. ზრუნვითა და სიყვარულით რეალობაში დაბრუნება.

ხშირ შემთხვევაში დელუზია იკურნება, თუკი ადამიანი აღიარებს პრობლემის არსებობას და დაინტერესებულია მდგომარეობის გამოსწორებით.

დელუზიურ მდგომარეობაზე იხილეთ: WebMD Medical Reference, Reviewed by Joseph Goldberg, MD on May 23, 2014

© 2014 WebMD, LLC. All rights reserved.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: