რა არის ოცნება

რა არის ოცნება

11024638_1564517237121123_686047240639283925_n

სიტყვა ოცნების სინონიმებია: ილუზია, ფანტაზია, წარმოსახვა, ჰალუცინაცია.

ამავე სიტყვის ანტონიმებია: კონკრეტულობა, რეალობა, სიმართლე, ფაქტი.

ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური მოძრაობა იყო და არის ქართული ილუზია, ფანტაზია, წარმოსახვა და ჰალუცინაცია.

სიტყვა ოცნებას კიდევ ერთი სინონიმი აქვს – მოტყუება ან სიცრუე (იხილეთ: Delusion).

საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა განვლილ არჩევნებში წარმოსახვითი, ილუზორული ცხოვრება აირჩია, ნაცვლად რეალურისა, ცხოვრება სადაც სხვა იღებს გადაწყვეტილებას, სხვა ასრულებს შენს მისიას.

რეალობა ყოველთვის არ არის კარგი და სასურველი, ზოგჯერ მკაცრია. რეალობა მოითხოვს მოქმედებას, საქმის კეთებას კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ამიტომ საჭიროებს ფიქრსა და გადაწყვეტილების მიღებას, პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და სხვის მიმართ.

ოცნება კი საამურია, რადგან დროსა და სივრცეში არ აქვს კონკრეტული ადგილი, არ მოითხოვს მოქმედებას და პასუხისმგებლობას. მეოცნებე მხოლოდ ილუზორულად, მეტაფიზიკურად ახორციელებს საკუთარ სურვილებს, სხვისი მოქმედების ხარჯზე.

ადამიანი ფიზიკურ სამყაროში პირველ რიგში საჭიროებს საკვებს, უსაფრთხოებასა და თვითრეპროდუქციას. გარდა ამისა, მას სხვა კულტურული თავისებურებები და მოთხოვნები ახასიათებს. ამ ფუნდამენტური საჭიროებების მისაღებად, ადამიანმა უნდა იმოქმედოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, გონება და კუნთები უნდა ამუშაოს.

ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებების მისაღწევად ილუზორული, მეტაფიზიკური საშუალებები ერთი შეხედვით მომხიბვლელია, რადგან გადაწყვეტილების მიღების, მოქმედების მინიმალურ დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ ამავე დროს მიზანიც – ადამიანის საჭიროებებიც – მინიმალურად კმაყოფილდება და ისიც ილუზორულია, არარეალური.

დღეს საზოგადოებაში მოქმედებს ოცნების ორი სახე:

  1. მეოცნებეთა მიამიტი კოლექტივი, რომელიც ცხოვრების საჭიროებების დაკმაყოფილების ილუზორულ გზას ადგას და თავისი მიზნის განხორციელებას აკისრებს სხვას.
  2. მეოცნებეთა ჯგუფი, რომელიც აოცნებებს – ატყუებს და ოცნებებს მეტაფიზიკური, წარმოსახვითი სუბსტანციებით კვებას.

საზოგადოება ემყარება ოცნებას, ნიშნავს, რომ იგი სურეალისტურ გარემოში იმყოფება, არ შეუძლია იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

შესაბამისად იქ სადაც წყალი არ მოძრაობს ჭაობი წარმოიქმნება, ოცნების, უძრაობის ჭაობი. ჭაობი კი სასარგებლო რომ გახდეს, წყალი უნდა დაიძრას, ანდა ჭაობი უნდა ამოშრეს.

დღეს საქართველოს მოსახლეობა თავად ირჩევს ყოველწუთიერად იოცნებოს თუ რეალურ, თუნდაც რთულ გარემოში იმოქმედოს ჯერ ცხოვრების ფიზიკური და მერე კულტურული საჭიროებების მისაღებად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: