Quo Vadis გონიერო სისტემავ?

Quo Vadis გონიერო სისტემავ?

შენ ხარ ავტონომიური გონიერი სისტემა, რომლის სამი მეოთხედი წყლისგან შედგება, მეოთხედი კი სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. საკუთარ სიცოცხლეს უზრუნველყოფ ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ქიმიური პროცესების ენერგიის, ჟანგბადის ნახშირბადად დისიმილაციისა და შენი ბიოლოგიური ქვესისტემების მუდმივი რეგენერაციის ხარჯზე.

გადაადგილდები დედამიწის ტიპის ელიფსოიდურ მყარზედაპირიან სხეულზე, რომელიც კოსმოსის სიცარიელეში 107218 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდება წყალბადისა და ჰელიუმის ზემძიმე, გავარვარებული ბურთის გარშემო.

ელიფსოიდზე გადაადგილდები იმ მექანიზმებით, რომელიც მოძრაობაში მოყავს პრეისტორიული რეპტილიების ნარჩენების წვა-აფეთქების ენერგიას, რომელიც გარდაიქმნება მოძრავი ბორბლების კინეტიკურ ენერგიად, რომელსაც ხახუნის ძალების ხარჯზე  მიყავხარ ოთხგანზომილებიან სივრცე/დროში მიმართულებით, რომელიც ამ ძალების საპირისპიროა.

ამ დროს ავტობუსის ფანჯარას სცილდები და სევდანარევი სიამოვნებით ფიქრობ, რომ დედამიწის 7 თუ 8 მილიადრი მოსახლეობიდან მხოლოდ ორი-სამი ასეული მილიონი მართლმადიდებებლი გადაურჩება განკითხვის დღის კატასტროფას.

10981516_1564633573776156_5632669734001429926_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: