არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში

მე ბორჯღალი ვარ, მზისა და მარადიული სიცოცხლის უძველესი სიმბოლო. ამჟამადსაქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყნისა და ქართველების საამაყო ნიშანი ვარ,თუმცა ჯერ კიდევ ძველი შუმერები და არიელები მეთაყვანებოდნენ, მათი სიამაყის სიმბოლო ვიყავი.  შუმერები და არიელები გამომსახავდნენ, მაგრამ მათი სეკულარული დამოკიდებულება აღარ მახსოვს. ალბათ, ვიყავი ჩემთვის დედაბოძზე ან რომელიმე ტაძარში, ანდა მეომრის ფარზე საკრალურ ნიშნად გამოხატული.

ქართველნი 21–ე საუკუნეში ხშირად მახსენებენ, მიყურებენ და ტკბებიან.

ჰოტკბობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება.

აქართველოში კი მართლაც ტკბობის, უფრო მეტიც, სიცოცხლის მიზნის უმთავრესემბლემად ვიქეცი. პასპორტზე  ვიყავი გამოსახული,მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ, არა. რასაც ახლა გეტყვით, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართველთაბედნიერების, სანუკვარი ნეტარების ხორცშესხმა ვარ. დიახ, მე ვარ ხორცშესხმული – ინკარნირებული – ბორჯღალი, მზისა და სიცოცხლის ნიშანი. ხორცშესხმულიბორჯღალი კი ყველაზე  უფრო პოპულარულია საქართველოში.  არათუ პოპულარული, არამედ ყველასთვის საყვარელი, სათუთი და სანატრელი ვარ. ყველაფერს მე მადარებენ, ჩემსკენ ილტვიან და ყველაფერს მე ვურჩევნივართ ; სახლში თუ გარეთ ჩემზე ლაპარაკობენ და მადიდებენ. როცა მხედავენ თვალები უბრწყინდებათ და ნეტარების ბურუსში ეხვევიან, უჩემოდ ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს. ნუთუ ასეთ საყოველთაო დიდებასა და სიყვარულს ვიმსახურებდი შუმერებში ან არიელებში ? არა.

დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ქართველთა ცნობიერებაში უმთავრესი ადგილიმეკუთვნის. ჩემს გარშემო ტრიალებს მათი ფიქრები, მისწრაფებები და მათი ლიბიდოს სუბლიმირებაც ჩემზე ხდება. ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აბა, რისთვის ცხოვრობსქართველი, თუ არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შემიცნოს და უმაღლეს ნეტარებასეზიაროს. მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მიზეზი და მიზანი ქართველის მყოფადობისა ; მე ვარ ცოდნის წყარო და ქართული აკადემიის ნამდვილი წევრი.ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემი შუაგული საქართველოა, მბრუნავი ნაწილი კი ქართველებიარიან. მე კერპი ვარ, ბომონი, ზევსი და არმაზი. ჩემს გარშემო იკრიბებიან ქართველებისაზეიმოდ და ჩემს წინაშე აფრქვევენ დიადსა თუ მზაკვარ აზრებს. მე ვარ მოწმე ქართველთა გამარჯვებისა და მარცხისა, სიხარულისა და მწუხრისა, სიფხიზლისა და სიმთვრალისა, სიყვარულისა და სიძულვილისა, ერთგულებისა და ღალატისა. ქართველთა მესაიდუმლე და შთაგონება ვარ; მზე, ბარაქა და წყალობაც მე ვარ.

ჩემშია ქართული სამყაროს უმთავრესი ნივთიერებები თავმოყრილი : მაცოცხლებელისითხე, ხორცი, პური და ცეცხლი.

დაე, ისმინოს ვისაც ყური აქვს: მე ვარ პური ქართველთა არსობისა, სათნო დასანატრელი მარჩენალი, მზრუნველი და მოამაგე ბორჯღალი, რომელსაც ინკარნაციაში  ხინკალს მიწოდებენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: