როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენ ხიდან-ხეზე გადარბოდით.

ANGST

ANGST is a German, Danish, Norwegian and Dutch word for fear, anxiety or rage. (Anguish is its Latinate equivalent.)

(შიში. Anguish , Fear)

“როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენ ხიდან-ხეზე გადარბოდით.”

 

 

ჩვენისთანა გულშემკრთალი განა არის სადმე ერი?

ჩვენი დღევანდელი ყოფა დაფიქრებასა და განსჯას მოითხოვს ჩვენგან – იმ ადამიანებისაგან, რომლებიც კითხვებით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ. უკვე იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ დროა პასუხის გაცემაზეც ვიფიქროდ, მიუხედავად იმისა, რომ სწორმა პასუხმა უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩაგვაგდოს.

რაღა თქმა უნდა, წარსული განსაკუთრებით ძვირფასია ყოველი ქართველისათვის ჩვენი მეოცნებე ბუნების წყალობით. მაგრამ წარსულს თავისი უნდა მივაგოთ და აწმყოთი უფრო მეტად უნდა დავინტერესდეთ. საეჭვოა, რომ ჩვენი პრაგმატიკოსი მეფე დავით IV გორგასლის ეპოქას შესტიროდა და წარსული დიდების მოგონებებით სულდგმულობდა. არა, მას ამის არც დრო ექნებოდა და არც სურვილი, რადგან მის საქმეებში და ღონისძიებებში გაბედული, პრაქტიკული და მიზანმიმართული პიროვნება ჩანს. იგი კარგად აფასებდა ობიექტურ რეალობას და სწორედ ამიტომ ჩამოასახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან ურიცხვი ყივჩაღი “დიდი თურქობისგან” დაცლილ-გავერანებულ ქვეყანაში.(ახლაც ჩამოვასახლოთ და იქნებ გვეშველოს!)

ჩვენი ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და არა გაუთავებლად ვიტრაბახოთ: როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენ ხიდანხეზე გადარბოდითო.” ასეთი საუბარი ან ფიქრი მსუბუქად რომ ვთქვათ არაეთიკური და აბსურდულია, რადგან როცა ბერძნებმა და ჩინელებმა მაღალგანვითარებული სახელმწიფოები შექმნეს, მაშინ ჩვენი ჭაჭანებაც არ იყო ამ ქვეყანაზე.

ზოგი ერი ქრონოლოგიურად ადრე აღწევს განვითარებას, ზოგი კი გვიან. ეს ისტორიული კანონზომიერებაა. იმით ვინუგეშოთ თავი, რომ ადრე ძლიერნი და განათლებულნი ვიყავით? მაშინ დღეს სუსტები და გაუნათლებლები რატომ ვართ?უკეთესი არ იქნება, რომ დღესაც ძლიერი და განათლებული იყოს საქართველო?

 ბარბაროსი გერმანული ტომები რომაელებს ვერ გაუტოლდებოდნენ კულტურით, თუმცა ამ ნაკლმა ხელი ვერ შეუშალა მათ რომის იმპერიის ვრცელი ტერიტორიები მახვილითა და გუთნით აეთვისებინათ და დასავლური, ქრისტიანული სამყაროსათვის დაედოთ საფუძველი. ბოლო რომაელები კი წარსულს მისტიროდნენ.

წარსულის, როგორც იდეის, ეროვნულ იდენთიფიკაციის ცენტრად წარმოსახვით და ამწარსულის უსაზღვროდ განდიდებით თანამედროვე რეალიებს ან ვერ დავინახავთ,ანდა მათზე მცდარი წარმოდგენები და შეხედულებები ჩამოგვიყალიბდება. ყველა ადამიანს აქვს შეხედულებების გარკვეული საწყისი მარაგი, რომელიც მის ცხოვრებას განსაზღვრავს. სწორედ შეხედულებების ამ მარაგის გავლით აღიქვამს იგი გარემოს, რეალობას და უყალიბდება მსოფლმხედველობა. ეს შეხედულებები საფუძვლად უდევს ინდივიდუალური ფასეულობების სისტემას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამას გარდა, გარემო თავის მხრივ მოქმედებს ადამიანზე და მის მსოფლმხედველობაზე. თუმცა ინდივიდის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც მისი პირადი შეხედულებებია, რომლებსაც იგი ოჯახში ან სხვა ახლობლების წრეში იძენს.   ჩვენს ეროვნულ რეალობაში უნდა გამოვყოთ შეხედულებათა სისტემად ჩამოყალიბებული მოდელი, რომელშიც მითიურმა წარსულმა დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი დათანამედროვეობას ან საერთოდ არ აქვს ადგილი, ანდა იგი დამახინჯებული სახითარის წარმოდგენილი (ნიჰილისზმი, პესიმიზმი).

უდავოა, რომ ერისთვის საკუთარ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა უნდა ირეკლავდეს იმ სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც წარმოდგენილი თაობა თავისი მიზნებისთვის ნაყოფიერად გამოიყენებს. ანუ ისტორიახდება დღევანდელობის შემეცნების სახელმძღვანელო. ფაქტია, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინას გარეშე ვერ გადაიდგმება.

მაგრამ წარსულის მითიური აღქმა და წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებების პრიზმიდან მისი დანახვა არათუ სასარგებლო არ იქნება, არამედ მას ზიანის მოყენებაც შეუძლია. პოეზიაში ჰეროიკული წარსულის აღზევება გასაგებია, მაგრამ პოეზია ხშირად შორს არის ობიექტური რეალობისაგან. ძველი ბერძნების თაობები ჰომეროსის პოემებზე აღიზარდნენ, მაგრამ ნათლად გაიაზრეს გარშემორტყმული სამყაროს კანონები და პრაგმატიზმს, პრაქტიქულ აზროვნებას მისცეს გასაქანი, სადაც სამი მთავარი თვალსაზრისი შეიძლება გამოვყოთ: ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური. ეს სამი თვალსაზრისი დღესაც უმთავრესია, როგორც ისტორიის შესაფასებლად, ასევე დღევანდელობის შესამეცნებლად.

საჭიროა წარსულის ილუზორული შეხედულებების იმ სისტემის დარღვევა, რომელიცდღეს ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრეს მუხრუჭად იქცა.

არასწორად დანახული წარსული დღევანდელობის ობიექტური შეფასების საშუალებას არ გვაძლევს. ამასთანავე შეუძლებელია ასწლეულების წინანდელი მორალურეთიკური და პოლიტიკურსოციალური ფასეულობების და შეხედულებებისდღევანდელობაში გადმონერგვა, რამდენად პოზიტიურნიც არ უნდა იყვნენ ისინი. ესშინაგანი და სოციალური კონფლიქტების წყარო იქნება.არასრულყოფილად, სანახევროდ აღქმული წარსული პიროვნებაში და საერთოდ ერში ინტელექტუალურისიამოვნების წყაროდ იქცა და არადექვატური მსოფლმხედველობის წარმოქმნა-გაძლიერებას შეუწყო ხელი საქართველოში. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ცხოვრება “მაია” არის, ანუ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი, როგორც ეს ინდუიზმშია აღბეჭდილი. პირიქით, პირადი კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ხალხი პრაქტიკულობასა და გამომგონებლობას ამჟღავნებს. მაგრამ როცა საქმე საზოგადოებისკეთილდღეობაზე მიდგება, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ მითიური წარსული გვაკავშირებს და შეხედულებათა სისტემაში საზოგადოებრივ, სამოქალაქო ცნობიერებას არ აქვს ადგილი.

საზოგადოებრივი აზროვნება ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი თავს მაშინ იჩენს მხოლოდ, როცა საქმე პირადკეთილდღეობას ან სტატუსს ეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ გამბედაობას და შემართებას, საზოგადოებისთვის თავდადებასა და სამართლიანობას, ჩვენ ესეც ნაკლებად გვახასიათებს.

ჩვენთან ვერ შეიქმნა ინდივიდუალისტების ერთობათავისუფალი სამოქალაქოსაზოგადოება.

შეუმეცნებელი ფეოდალზმის განდიდებამ და ხოტბამ ფეოდალურკაპიტალისტურრეალობამდე მიგვიყვანა.

2008.14.12

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: